ლისის ტბიდან ჩომოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყება
ლისის ტბიდან ჩომოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყება

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლისის ტბიდან ჩომოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები იწყება. კალაძე აცხადებს, რომ სამუშაოები დღეს უნდა დაიწყოს.

„დღეს ვიწყებთ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას. ეს არის ლისის ტბიდან ჩომოსასვლელი ახალი გზის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც დაუკავშირდება მარშალ გელოვანს. ეს ჩამოსასვლელი გზა კონკრეტულად, „აგროჰაბსა“ და „მათე მოტორსს“ შორის გაივლის. ის 2 კმ-ის სიგრძის იქნება, ოთხზოლიანი ბეტონის გზა მოეწყობა ამსველ-ჩამომავლელი ორ-ორი ზოლით. პროექტი ასევე ითვალისწინებს საყრდენი კედლების, წყალამრიდებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გარეგანათების ქსელის მოწყობას.

15 მლნ. ჯდება ამ პროექტის განხორციელება, შვიდი თვე დასჭირდება სამუშაოებს. დღეს უკვე შეგვიძლია, ადგილზე მივიდეთ და ვნახოთ სამუშაოების დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტის განხორციელება ქალაქში იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და ავტომობილების გადაადგილება იყოს თავისუფლად შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.