შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად არის სალომე ზურაბიშვილი, პასუხის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ტურის სამზადისში სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრებიც არის დაგეგმილი.
„ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები, იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ერთად ვნახავთ, რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანია, მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და შედეგს ყველა ვიხილავთ, რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილეობას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.