ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT
ლიპარტელიანი მეოთხედფინალში დამარცხდა და მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. ტურნირზე მეოთხედფინალური შეხვედრა ჩაატარა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა. ეთერი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს სუფთა გდებით მოუგო.

ეთერ ლიპარტელიანის პირველი ბრძოლა

 

დღეს ტურნირზე უნდა ეჭიდავა ვაჟა მარგველაშვილს (73კგ), მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გათამაშებიდან მოეხსნა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.