ლიონის აეროპორტში მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შევარდა
ლიონის აეროპორტში მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შევარდა

საფრანგეთში, ქალაქ ლიონის აეროპორტში მამაკაცი ასაფრენ ბილიკზე ავტომობილით შევარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, თეთრი ფერის ავტომობილმა დამცავი ბარიერები გაარღვია და ეგზიუპერის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. მანქანა აეროპორტის პირველი ტერმინალის ასაფრენი ბილიკისკენ მოძრაობდა. კანონდამრღვევს პოლიცია დაედევნა.

ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია. მომხდარის გამო, ლიონის აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება დროებით შეაჩერა.