„ლიონი“ ლიგა 1-ის ხელმძღვანელობისგან 117 მილიონ ევროს ითხოვს
„ლიონი“ ლიგა 1-ის ხელმძღვანელობისგან 117 მილიონ ევროს ითხოვს

ფინანსური კომპანია Grupo OL, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ლიონს“ მართავს, აპირებს 117 მილიონი ევრო ამოიღოს საფრანგეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგისგან იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც კორონავირუსის გამო 2019-20 წლების სეზონის გაუქმებამ გამოიწვია.

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიერი სოვაჟმა კომპანიის პოზიცია გასული წლის ფინანსური შედეგების პრეზენტაციის დროს გაახმოვანა. „ლიონის“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ გუნდის შედეგები „ზრდის შესანიშნავ დინამიკაში“ იყო საფრანგეთში სეზონის შეწყვეტამდე.