ლიონელ სკალონი – კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ასეთი მომენტებისთვის ვარსებობთ #1TVSPORT

10:21, 16.07.2026

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ინგლისთან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს.

„ემოციებისგან სიტყვებს ვეღარ ვპოულობ, ეს ჩვენი ერისთვის უდიდესი ბედნიერებაა. ყოველგვარი ამპარტავნების გარეშე ვამბობ – ჩვენ გამორჩეული ხალხი ვართ და დღეს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სწორედ ასეთი მომენტებისთვის ვარსებობთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის თავს არ დავზოგავთ, თუმცა ის, რასაც აქამდე მივაღწიეთ, უკვე ფანტასტიკურია.

ეს ბიჭები რთულ სიტუაციებში კიდევ უფრო მაგრად თამაშობენ. დღეს რომც დავმარცხებულიყავით, შინ გულდაწყვეტილები წავიდოდით, მაგრამ იმის შეგრძნება მაინც გვექნებოდა, რომ მოედანზე მაქსიმუმი გავიღეთ. ნახევარფინალში ასეთი სცენარით მოგება დაუვიწყარია, დღევანდელი დღე ისტორიულია.

რაც შეეხება ფინალს, ლუის დე ლა ფუენტე ჩემი ლექტორი იყო სამწვრთნელო კურსებზე და ძალიან მიხარია, რომ გადამწყვეტ მატჩში მას ვუპირისპირდები. მართალია, თავად ესპანეთში ვცხოვრობ და ოჯახიც იქ მყავს, მაგრამ ამ თამაშის მოგება ყველაზე მეტად მწყურია. წინ ულამაზესი საფეხბურთო საღამო გველის. მეტოქის გასარჩევად დრო ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა მათი თამაში მარტში უკვე გავაანალიზეთ. მას მერე გარკვეული დეტალები შეიცვალა, მაგრამ ესპანეთის ნაკრები ძველებურად მრისხანეა. ჩვენ სათანადოდ მოვემზადებით. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გულშემატკივრის გახარებაა და დარწმუნებული ვარ, ფინალში გასვლით ესპანელებიც უბედნიერესები არიან“, – ამბობს სკალონი.

არგენტინა და ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 19 ივლისს ითამაშებენ. სამხრეთამერიკელები მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებენ, ხოლო ესპანელებს მუნდიალის მეორედ მოგების შესაძლებლობა აქვთ.

მსგავსი