არგენტინის ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრებმა ინგლისი დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და მუნდიალის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.
დაძაბული და ფიზიკური ორთაბრძოლებით სავსე პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმი აქტიურად არგენტინამ დაიწყო, თუმცა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს მორგან როჯერსმა საჯარიმოში ენტონი გორდონი მოძებნა, „ბარსელონას“ ახალწვეულმა კი ინგლისი 55-ე წუთზე წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ არგენტინა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა. ბურთი დაიჭირა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა დამაჯერებელი იყო ინგლისელთა მეკარე ჯორდან პიკფორდი.
მატჩის 85-ე წუთზე ლიონელ მესის გადაცემით ანგარიში ენცო ფერნანდესმა გაათანაბრა. არგენტინა ზეწოლას აგრძელდება და 90+2-ე წუთზე, კვლავ მესის გადაცემით, თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა. არგენტინელთა ლეგენდარულ ათიანს მიმდინარე მუნდიალზე ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინასა და ესპანეთს შორის 19 ივლისს ნიუ ჯერსიში, მეტლაიფ სტადიონზე“ შედგება. არგენტინა თავისი მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს, ხოლო ესპანეთი – მეორესთვის. მანამდე, 18 ივლისს მესამე ადგილისთვის საფრანგეთი და ინგლისი ითამაშებენ.