ლიონელ სკალონი - არგენტინის ნაკრებით ამაყი ვარ, ეს იყო გუნდის გამარჯვება #1TVSPORT
არგენტინის მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გუნდით ამაყობს.
„ვამაყობ – იმდენი ემოცია არ დამრჩენია, როგორც სხვა დღეებში, მაგრამ დღეს უდიდეს შვებას ვგრძნობ. ეს გუნდი მაიძულებს, რომ საკუთარი გუნდით ვამაყობდე. ეს ამ ნაკრების გამარჯვებაა. ხალხს მოვუწოდებ, დატკბნენ ამ მომენტით, რადგან 18 ნოემბერი არგენტინისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ჩაეწერება.
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვირტყამენ, რადგან არგენტინის ნაკრებს სირთულეების დაძლევა შეუძლია. მსოფლიო ჩემპიონობა რაღაც უნიკალური, წარმოუდგენელი სიამოვნებაა. მამამ და დედამ მასწავლეს, რომ არასოდეს დავნებდე, რომ არასოდეს არ უნდა წავიდე ვინმეს წინააღმდეგ და რომ ყოველთვის წინ ვიარო. გამიმართლა, რომ აქ ვარ“, – ციტირებს სკალონის სიტყვებს არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესსამსახური.
კატარში დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინამ (ძირითადი დრო 3:3, პენალტების სერიაში 4:2) დაამარცხა წინა ტურნირის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები და მესამედ მოიგო მსოფლიოს თასი.