ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გუნდები ერთმანეთს პირველ თებერვალს შეხვდებიან #1TVSPORT
ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გუნდები ერთმანეთს პირველ თებერვალს შეხვდებიან #1TVSPORT

MLS-ის კლუბმა, „ინტერ მაიამიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სეზონის წინ მოსამზადებელ მატჩებს საუდის არაბეთში გამართავს და ამხანაგურ ტურნირზე, „რიადის თასზე“ „ალ-ჰილალისა“ და „ალ-ნასრის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

29 იანვარს ლიონელ მესის გუნდი „ინტერ მაიამი“ „ალ-ჰილალს“ შეხვდება, ხოლო პირველ თებერვალს კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრის“ დაუპირისპირდება.

„რიადის თასზე“ საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ იხილავს ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს დაპირისპირებას. შეხვედრას ორგანიზატორებმა „უკანასკნელი ცეკვა“ უწოდეს. რონალდო „ალ-ნასრიში“ 2022 წლის დეკემბრიდან თამაშობს, ხოლო მესი „ინტერ მაიამის“ მიმდინარე წლის ივნისში შეუერთდა.

მესისა და რონალდოს ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 36-ჯერ უთამაშიათ. მათი პირველი დაპირისპირება 2008 წელს შედგა. 16 შეხვედრაში გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელშიც მესი თამაშობდა, ხოლო 11-ჯერ რონალდოს გუნდმა მოიგო.