„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ თამაშის სტილის მიხედვით რომელი ფეხბურთელი აგონებს მას საკუთარ თავს ახალგაზრდობაში.
„დღეს გამოჩნდა ძალიან კარგი ფეხბურთელების ახალი თაობა, რომლებსაც წინ მრავალწლიანი კარიერა ელოდებათ. მაგრამ თუ ერთი ფეხბურთელი უნდა ავირჩიო, ასაკის, მისი მიღწევებისა და მომავალი პერსპექტივების გათვალისწინებით ლამინ იამალს დავასახელებდი. ეჭვგარეშეა, ჩემთვის ის საუკეთესოა“, – მოჰყავს გაზეთ Diario Sport-ს მესის სიტყვები.