ლიონელ მესის ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი აქვს (ვიდეო)

10:22, 20.09.2019

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი შექმნა.

პროექტის მენეჯერები გახდნენ ფეხბურთელის და მარია სოლი და ამერიკელი დიზაინერის ტომი ჰილფიგერის და – ჯინი ჰილფიგერი. პირველ კოლექციაში შევიდა მაისური (60 დოლარი), პოლო (90 დოლარი) და ჰუდი (170 დოლარი).

„ძალიან სასიამოვნო იყო ტანსაცმლის საკუთარი ბრენდის წარმოდგენა. პირველი კოლექცია უკვე გაყიდვაშია. ყველას დიდი მადლობა“, – დაწერა „ინსტაგრამში“ მესიმ.

ლიონელ მესის სამშაბათს ჰქონდა დებიუტი ახალ სეზონში – ის ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შეცვლაზე შევიდა მოედანზე „დორტმუნდის“ წინააღმდეგ მატჩში.

მსგავსი