ლიონელ მესიმ ყველაზე რთული მეურვის შესახებ კითხვას მოულოდნელი პასუხი გასცა
ლიონელ მესიმ ყველაზე რთული მეურვის შესახებ კითხვას მოულოდნელი პასუხი გასცა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ დაასახელა ყველაზე რთული მეურვე, ვისაც კი კარიერის განმავლობაში მინდორზე შეხვედრია.

„პერსონალური მეურვეობა არ მაწუხებს. ყოველთვის იცი, რომ წინ რთული მატჩი გელოდება და არ არის გასაკვირი, როცა შენს გვერდით მუდმივად ვიღაც იმყოფება. ყველაზე რთული მეურვე? პაბლო მაფეო. მის წინააღმდეგ რთულია. რაც შეეხება უხეშობას, არასოდეს ამის გამო არ ვწუწუნებდი. ვფიქრობ, ბრძოლა და დარტყმები ფეხბურთის ნაწილია“, – მოჰყავს მესის სიტყვები DAZN-ს.

22 წლის მაფეო დღეისთვის „ჟირონაში“ თამაშობს. ფეხბურთელზე უფლებები „შტუტგარტს“ გააჩნია, მანამდე კი ის „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნოდა.

დატოვე კომენტარი