ლიონელ მესიმ სუსტი მხედველობის მქონე ბავშვებს მაღალტექნოლოგიური სათვალეები აჩუქა (ვიდეო)

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა დაეხმაროს „არსენალის” პატარა გულშემატკივარსა და კიდევ 11 ბავშვს, რომლებსაც მხედველობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვთ. არგენტინელმა ვარსკვლავმა ისინი ბარსელონაში დაპატიჟა და თითეულს მაღალტექნოლოგიური სათვალე აჩუქა, რომელსაც კომპანია OrCam უშვებს.

მესი ისრაელის კომპანიასთან პარტნიორობით აპირებს აამაღლოს ადამიანების ცნობირება იმ პრობლემებზე, რომელსაც უსინათლოები და მხედველობადაქვეითებულები აწყდებიან. ყოველ წელს, ფეხბურთელი ასეთ ადამიანებს OrCam MyEye-ის მოწყობილობას აჩუქებს. ზოგიერთს არგენტინელი პირადად შეხვდება.

„ცხადია, რომ ეს მოწყობილობა შეცვლის თითოეული მათგანის ცხოვრებას. ვამაყობ იმით, რომ OrCam-ის ელჩი ვარ, რადგან ჩვენ ერთად შეგვიძლია ბევრს დავეხმაროთ“, – დაწერა მესიმ კომპანიის პრეს-რელიზში.

ამ მოწყობილობას რამდენიმე ფუნქცია გააჩნია. ის იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ხმამაღლა ტექსტის კითხვისთვის ან მომხმარებლის ინფორმირებისთვის იმის შესახებ, თუ რა საგანია მის წინ. მას შეუძლია სახეების, ფერების, პროდუქტების, ფულის კუპიურების ნომინალის აღქმა. თითო ასეთი სათვალე ოთხი ათასი დოლარი ღირს.

დატოვე კომენტარი