ლიონელ მესიმ პსჟ-სგან უკეთესი ფინანსური წინადადება მიიღო, ვიდრე „ბარსელონასგან“ #1TVSPORT
ლიონელ მესიმ პსჟ-სგან უკეთესი ფინანსური წინადადება მიიღო, ვიდრე „ბარსელონასგან“ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ კვლავაც დაინტერესებულია ლიონელ მესის გაფორმებით, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალური წინადადებით მიმართა 34 წლის არგენტინელს. მაგრამ, ჯერჯერობით, მესი კოპა ამერიკაზეა კონცენტრირებული.

როგორც AS-მა დაადგინა, „პარი სენ-ჟერმენის“ წინადადება უფრო სარფიანია, ვიდრე „ბარსელონას“ საბოლოო შეთავაზება.

ლიონელ მესი თავისუფალი აგენტი 2021 წლის 1 ივლისს გახდა.

დატოვე კომენტარი