„ინტერ მაიამის“ არგენტინელმა ფორვარდმა, ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მოიპოვა – მერვედ თავის კარიერაში და პირველად 2021 წლის შემდეგ.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ერლინგ ჰალანდმა („მანჩესტერ სიტი“), მესამე – კილიან მბაპემ („პარი სენ-ჟერმენი“) და მეოთხე – კევინ დე ბრუინმა („მანჩესტერ სიტი“).
გასულ სეზონში არგენტინელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 32 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე შვიდ მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე პასი ჰქონდა.
გარდა ამისა, მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მოიგო, ფეხბურთელმა ტურნირზე შვიდი მატჩი სრულად ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.