ლიონელ მესიმ მე-900 გოლი გაიტანა #1TVSPORT
ლიონელ მესიმ მე-900 გოლი გაიტანა #1TVSPORT

38 წლის ლიონელ მესიმ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა. ეს მოხდა კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც „ინტერ მაიამი“ „ნეშვილს“ ხვდებოდა.

ეს მოხდა შეხვედრის მე-7 წუთზე, როცა არგენტინელმა საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა.

მესის 900 გოლის გასატანად 1142 მატჩი დასჭირდა. ფორვარდმა 672 გოლი „ბარსელონას“ რიგებში გაიტანა, 115 – არგენტინის ნაკრებში, 79 – „ინტერ მაიამიში“ და 32 – „პარი სენ-ჟერმენში“. მის ანგარიშზე ასევე 407 შედეგიანი გადაცემაა.

მესის გოლმა „ინტერ მაიამის“ ვერ უშველა და ფლორიდული გუნდი 1/8-ფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას. არგენტინელის გოლის შემდეგ „ნეშვილმა“ 74-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა. ეს იყო განმეორებითი შეხვედრა. პირველი მატჩში 0:0 დაფიქსირდა და „ნეშვილი“ სტუმრად გატანილი მეტი გოლით გავიდა 1/4-ფინალში.