ლიონელ მესიმ ალჟირს სამი გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ბომბარდირს გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ ალჟირს სამი გოლი გაუტანა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ბომბარდირს გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთო მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები. „ალბისელესტემ“ სადებიუტო მატჩი მეტად დამაჯერებლად ჩაატარა და ალჟირი 3:0 დაამარცხა.

  • სამივე გოლი 39 წლის ლიონელ მესიმ გაიტანა. იგი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
  • მესი ასევე პირველი მოთამაშეა, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. ერთ დღეში ამ რეკორდს, დიდი ალბათობით კრიშტიანო რონალდო გაიმეორებს.
  • ლეომ კილიან მბაპეს, გერდ მიულერსა და ბრაზილიელ რონალდოს გადაასწრო და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ბომბარდირს, მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. ორივეს – 16-16 გოლი აქვს.
  • ეს იყო მესის მე-200 მატჩი არგენტინის ნაკრებში.

არგენტინელთა მე-10 ნომერმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა.

მე-60 წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.

მესამე გოლი კი 76-ე წუთზე გაიტანა.

მე-80 წუთზე მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მესი ნიკო პასით შეცვალა.

რაც შეეხება ალჟირის ნაკრებს, მის ღირსებას ზინედინ ზიდანის ვაჟი ლუკა ზიდანი იცავდა, რომელმაც მამა ნამდვილად ვერ ასახელა. საინტერესოა, რომ ამერიკაში ჩასულმა ზიზუმ საჯაროდ განაცხადა – დღეს საფრანგეთის ნაკრების მატჩს ვერ დავესწრები, არგენტინა-ალჟირზე მივდივარო. მას სურდა საკუთარი შვილი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გაემხნევებინა.