ლიონელ მესი ვერ მოხვდა არგენტინის განაცხადში მსოფლიოს ჩემპიონატი შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT
ლიონელ მესი ვერ მოხვდა არგენტინის განაცხადში მსოფლიოს ჩემპიონატი შესარჩევი მატჩებისთვის #1TVSPORT

ფორვარდი ლიონელ მესი ვერ მოხვდა არგენტინის ნაკრების განაცხადში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის.

საბოლოო განაცხადი არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა ორშაბათს გამოაქვეყნა. სიაში 28 ფეხბურთელი მოხვდა.

6 და 10 სექტემბერს არგენტინა ჩილესა და კოლუმბიის ნაკრებებს შეხვდება.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ექვსი ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრები 15 ქულით პირველ ადგილზეა.