ლიონელ მესი - თუ მუნდიალს ვერ მოვიგებთ, ნაკრებიდან არ წავალ
ლიონელ მესი - თუ მუნდიალს ვერ მოვიგებთ, ნაკრებიდან არ წავალ

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინებზე ისაუბრა.

„პირველ ოთხეულში მოხვედრა იმის ნიშანი იქნება, რომ კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ. არგენტინა იმსახურებს იქ ყოფნას ისტორიის გამო, თუმცა ამგვარი შედეგისთვის უდიდესი ძალისხმევა იქნება საჭირო. ვფიქრობ, ჩვენ ისევ მოვხვდებით ოთხეულში.

თუ მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოვიგებთ, ნაკრებიდან არ წავალ. 2016 წელს მაშინვე ვინანე ეს, როგორც კი გადაწყვეტილება გავახმოვანე. ეს იქნებოდა არასწორი გზავნილი ახალგაზრდებისთვის და ყველა ადამიანისთვის, ვინც თავისი ოცნებისთვის იბრძვის.

„გააგრძელეთ ბრძოლა იმისთვის, რაც გსურთ”, – განაცხადა მესიმ TyC Sports-ის ეთერში.