„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი ამ წლის ზაფხულში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „ნიუელს ოლდ ბოისის“ შემადგენლობაში, რომელშიც „ბარსელონაში“ გადასვლამდე თამაშობდა.
როგორც გამოცემა Infobae წერს, 2023 წლის 16 ივნისს მესი როსარიოს „ნიუელსის“ მაისურით ითამაშებს ამახანაგურ მატჩში მაქსი როდრიგესის პატივსაცემად, რომელმაც დაასრულა სათამაშო კარიერა.
არგენტინის ნაკრების ყოფილი ფორვარდის, სერხიო აგუეროს სიტყვებით, მესი სერიოზულად განიხილავს „ნიუელს ოლდ ბოისში“ დაბრუნებას.
35 წლის არგენტინელის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.