ლიონელ მესი სამ დღეს „რეალის" ბაზაზე ივარჯიშებს
ლიონელ მესი სამ დღეს „რეალის" ბაზაზე ივარჯიშებს

„ბარსელონას” ლიდერს ლიონელ მესის უცნაური სავარჯიშო პირობები ელოდება. მომდევნო კვირას არგენტინელმა სამ დღეს უნდა ივარჯიშოს მადრიდის „რეალის” ბაზაზე.

27 მარტს არგენტინის ნაკრებს ამხანაგური მატჩი ელოდება ესპანეთის წინააღმდეგ მადრიდის “ატლეტიკოს” სტადიონ “ვანდა მეტროპოლიტანოზე“. ამასთან, “ალბისელესტემ” მოსამზადებლად არა “ატლეტიკოს”, არამედ “რეალის” ბაზა აირჩია, – წერს გაზეთი Daily Mail.

ესპანეთამდე არგენტინის ნაკრებს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი – 23 მარტს, მანჩესტერში იტალიის ნაკრების წინააღმდეგ.