ლიონელ მესი პრიმერას საუკეთესო მოთამაშე მეექვსედ გახდა
ლიონელ მესი პრიმერას საუკეთესო მოთამაშე მეექვსედ გახდა

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ 2017-18 წლების სეზონის შედეგების მიხედვით ალფრედო დი სტეფანოს პრიზი მიიღო.

ეს პრიზი, რომელიც გაზეთ Marca-ს მიერ არის დაწესებული, პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

დი სტეფანოს პრიზის გარდა, არგენტინელმა მიიღო პიჩიჩის ჯილდო, როგორც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა. 2017-18 წლების სეზონში მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 34 გოლი გაიტანა.
ლიონელ მესიმ დი სტეფანოს პრიზი კარიერაში მეექვსედ მიიღო.