„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ მიმართა ჯანდაცვის ყველა თანამშრომელს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან და ადამიანებს გადარჩენით არიან დაკავებულნი, აგრეთვე მოუწოდა სრულიად პლანეტის მოსახლეობას, შეძლებისდაგვარად მოერიდონ ქუჩაში გასვლას, რათა გამოირიცხოს ინფექციის გავრცელება.
„ეს არის რთული დღეების ჩვენთვის. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და გვინდა დახმარების გაწევა. ჩვენ საკუთარი თავი უნდა დავაყენოთ იმათ ადგილას, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ასევე საკუთარი თავი უნდა წარმოვიდგინოთ იმათ ადგილას, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ებრძვის დაავადებას საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებში. მინდა, ყველას მათ ბევრი ძალა გავუგზავნო.
ჯანმრთელობა ყოველთვის იყო პირველ ადგილზე. ეს განსაკუთრებული მომენტია და თქვენ უნდა მისდიოთ ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებს. მხოლოდ ასე შევძლებთ ეფექტურ ბრძოლას.
ეს არის დრო, როცა უფრო მეტად მეტად პასუხისმგებლიანები უნდა ვიყოთ და დავრჩეთ სახლში. ეს დრო იდეალურია იმისთვის, რომ დატკბეთ ახლობლებთან ყოფნით, რასაც ხშირად მოკლებულნი ვართ.
ყველას ვეხვევი და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ სულ მალე სიტუაციის გამოსწორებას. #დარჩით სახლში”, – დაწერა მესიმ „ინსატგრამში“.
კორონავირუსის გამო, ესპანეთის ჩემპიონატი შეჩერებულია. ფეხბურთელები კარანტინში იმყოფებიან.