ლიონელ მესი პირად შეხვედრებში კრიშტიანო რონალდოს ძირითადი სტატისტიკური მონაცემებით უსწრებს

20:07, 04.05.2020

სტატისტიკურმა სააგენტო „ოპტამ“ (Opta) ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს სტატისტიკური მონაცემები მათ ურთიერთშეხვედრებში შეადარა .

„ბარსელონას“ კაპიტანი და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „იუვენტუსში“ თამაშობს, ერთმანეთს სულ 35-ჯერ დაუპირისპირდნენ.

მესიმ ამ მატჩებში 22 გოლი გაიტანა, 11 შედეგიანი პასი შეასრულა და 16-ჯერ გაიმარჯვა. რონალდოს აქტივშია – 19 გოლი, ერთი შედეგიანი პასი და 10 მოგება.

არგენტინელს რონალდოს წინააღმდეგ მატჩებში გოლი ყოველ 138 წუთსა და 41 წამში გაჰქონდა, რონალდოს კი თითო გოლისთვის 153 წუთი და 19 წამი სჭირდებოდა.

მსგავსი