ლიონელ მესი - მსოფლიო თასს ვუძღვნი მარადონას და ყველას, ვინც გვქომაგობდა #1TVSPORT
ლიონელ მესი - მსოფლიო თასს ვუძღვნი მარადონას და ყველას, ვინც გვქომაგობდა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ ისაუბრა, თუ ვის მიუძღვნა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

„ყოველთვის ვოცნებობდი გავმხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი და არ მინდოდა მცდელობის შეწყვეტა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ეს შეიძლება არასოდეს მომხდარიყო.

ეს თასი, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, ასევე ყველასთვისაა, ვინც ვერ მოიპოვა ის წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2014 წელს ბრაზილიაში ამას ყველა იმსახურებდა, რადგან ბოლომდე იბრძოდნენ, იშრომეს და რაც შეიძლება საუკეთესო სურდათ.

ეს თასი დიეგოსთვისაა, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა და ყველასთვის, ვინც ყოველთვის ქომაგობდა ეროვნულ გუნდს და უყურებდა არა შედეგს, არამედ იმ სურვილს, რომელიც ყოველთვის გვქონდა – მაშინაც კი, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა.

სწორედ ამ შესანიშნავი ჯგუფიდან ჩამოყალიბდა სამწვრთნელო შტაბი და ეროვნული ნაკრების პერსონალი, რომლებიც ჩრდილში დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ საქმე გაეადვილებინათ.

ხშირად წარუმატებლობა მოგზაურობისა და სწავლის ნაწილია და იმედგაცრუების გარეშე წარმატება შეუძლებელია. დიდი მადლობა! წინ არგენტინა!“, – დაწერა არგენტინელმა ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2022 წლის ტურნირის ფინალში არგენტინელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს (3:3, 4:2 პენალტები). ეს თასი მესამე იყო არგენტინის ნაკრებისთვის.

აქვე ვიტყვით, რომ ლეო მესის პოსტმა არგენტინის ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ ყველა რეკორდი მოხსნა და არა მხოლოდ სპორტსმენებს შორის.