ლიონელ მესი „ინტერთან“ თამაშს შეძლებს
ლიონელ მესი „ინტერთან“ თამაშს შეძლებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ, – წერს ესპანური პრესა.

გამოცემა „სპორტის“ მონაცემებით, ტრავმის შემდეგ არგენტინელის აღდგენა გაცილებით უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე ელოდნენ. კლუბის სამედიცინო შტაბი მიუთითებს, რომ თუ მოთამაშის პროგრესი გაგრძელდება, მას შეიყვანენ მატჩის განაცხადში. არსებობს იმის ალბათობაც, რომ მესი ძირითად შემადგენლობაში დააყენონ.

ლიონელ მესი ტრავმა „ვილიარეალთან“ შეხვედრაში მიიღო. ეს მატჩი პირველი იყო მისთვის ძირითადში. 32 წლის ფორვარდს ამ სეზონში სამი მატჩი დაუგროვდა „ბარსელონაში“. მის ანგარიშზე ერთი შედეგიანი პასია.

„ბარსელონასა“ და „ინტერის“ შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება.