ლიონელ მესი „ინტერთან“ მატჩის განაცხადში მოხვდა
ლიონელ მესი „ინტერთან“ მატჩის განაცხადში მოხვდა

„ბარსელონამ“ თავისი ლიდერი ლიონელ მესი „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის განაცხადში შეიყვანა. სიაში სულ 22 ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა 20 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ ხელი მოიტეხა და მას შემდეგ, მოედანზე არ გამოჩენილა. ამ დროის განმავლობაში, „ბარსელონამ“ ოთხი მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო: ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ – 2:0, ესპანეთის თასზე „კულტურალ ლეონესასთან“ – 1:0 და ესპანეთის ჩემპიონატში „რეალთან“ (5:1) და „რაიო ვალეკანოსთან“ (3:2).