ლიონელ მესი გოლით დაბრუნდა, „ინტერ მაიამიმ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესი გოლით დაბრუნდა, „ინტერ მაიამიმ“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „ინტერ მაიამიმ“ შინ 2:1 დაამარცხა „ფილადელფია უნიონი“.

ტრავმის შემდეგ დაბრუნებული ლიონელ მესი 55-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და უკვე 57-ე წუთზე ლუის სუარესის პასით 2:0 გახადა ანგარიში.

არგენტინელმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა, სეზონის სტარტიდან კი ყველა მატჩში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება. ახლა მის ანგარიშზე ექვს შეხვედრაში ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მოდის.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის მესიმ კუნთის ტრავმის გამო არგენტინის ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე.

„ინტერ მაიამიმ“ MLS-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ხუთი თამაშის შემდეგ 13 ქულით ლიდერობს აღმოსავლეთ კონფერენციას. „ფილადელფია“ ექვს მატჩში 12 ქულით მეორე ადგილზეა.