ლიონელ მესი - ფანების მრისხანება გასაგებია, ეს ჩემთვის სიახლე იყო #1TVSPORT
ლიონელ მესი - ფანების მრისხანება გასაგებია, ეს ჩემთვის სიახლე იყო #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ რეაგირებდა გულშემატკივართა მრისხანებაზე, როცა პარიზელები ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ.

„ეს სიახლე იყო ჩემთვის. ეს სულ სხვა სიტუაციაა. „ბარსელონაში“ ასეთი რამ არასოდეს გადამხდენია, ყველაფერი პირიქით იყო. გასაგებია ხალხის ასეთი საქციელი, მათი განრისხება მოთამაშეებისა და გუნდის მიმართ. მსგავსი რამ პირველად არ ხდება, გუნდი პირველად არ გავარდნილა ჩემპიონთა ლიგიდან. ასე რომ, უკმაყოფილება გასაგები იყო.

ვეთანხმები თუ არა ჩემი და ნეიმარის მოსამართით სტვენას? ყველაზე მეტი ჩვენ მოგვხვდა. მაგრამ რაც იყო, იყო“, – განაცხადა მესიმ TyC Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალამდე მიაღწია, სადაც ორი მატჩის ჯამში წააგო „რეალთან“.