MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში „ინტერ მაიამიმ“ შინ 3:1 დაამარცხა „ფილადელფია უნიონი“.
მას შემდეგ, რაც სტუმრები მეორე წუთზე დაწინაურდნენ, ფლორიდელებმა პირველივე ტაიმში ლიონელ მესის დუბლით შეძლეს წინ გასვლა. არგენტინელმა ანგარიში 26-ე წუთზე ლუის სუარესის გადაცემით გაათანაბრა, 30-ე წუთზე კი ჟორდი ალბას პასით მეორე გოლი გაიტანა.
მატჩის მიწურულს მესიმ სუარესს გაატანინა. ლეოს MLS-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 14 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
ლიონელ მესისთვის ეს იყო პირველი მატჩი კოპა ამერიკას ფინალის (14 ივლისი) შემდეგ, სადაც ტრავმა მიიღო.