ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი​​ - ამ ურთულეს პირობებში თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ, მადლობა საქართველოს
ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი​​ - ამ ურთულეს პირობებში თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ, მადლობა საქართველოს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსი​​ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას დადებითად აფასებს.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

„მინდა, გულთბილი მადლობა გადავუხადო საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის. ასევე, მსურს, მადლობა პირადად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მინისტრ ზალკალიანს და მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილს გადავუხადო ამ რთულ პერიოდში მინისტრთა კომიტეტის ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის.

ჩვენთვის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მინისტრთა კომიტეტი კონვენციის სისტემის უტყუარობისა და სიცოცხლისუნარიანობის გარანტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო.

ამასთან, ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილნი ვართ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. მე პირადად მივიღე მონაწილეობა როგორც 27 თებერვალს თქვენ მიერ ორგანიზებულ დიდ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს, ასევე ამ კვირაში გამართულ ვიდეოკონფერენციაში,  ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივებია და მე მინდა, ეს მოგილოცოთ.

თქვენ ამ ურთულეს პირობებში გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ. მადლობა საქართველოს!“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა.

დატოვე კომენტარი