ლინკოლნ მიტჩელი – დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები, გადაწყვიტეს, უფრო მარტივია ფიქრი, რომ მიშა დიდი დემოკრატი იყო
დასავლეთი ათწლეულების განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობდა, არ შეემჩნია სააკაშვილის რეჟიმის გადაცდომები და დანაშაულები, – ამის შესახებ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლინკოლნ მიტჩელმა „ტვიტერზე“ დაწერა.
მისი თქმით, დასავლელის ლიდერების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, „გააგრძელონ ფიქრი, რომ მიშა დიდი დემოკრატი იყო“.
„ბევრმა დასავლელმა ლიდერმა, იმის ნაცვლად, რომ დასვან კითხვა, როგორ დაუშვეს შეცდომა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, გადაწყვიტა, უფრო მარტივია, გააგრძელონ ფიქრი, რომ მიშა დიდი დემოკრატი იყო“, – წერს მიტჩელი.
The west has been desperate to overlook the excesses and crimes of Saakashvili’s regime for decades. So many western leaders, rather than ask how they got it wrong on the UNM when it was in power, have decided it is easier to keep thinking Misha was a great democrat.
— ((Lincoln Mitchell)) (@LincolnMitchell) February 15, 2023