ცნობილი ამერიკელი მოთხილამურე ლინდსი ვონი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს სპორტს საბოლოოდ დაემშვიდობება.
ეს ინფორმაცია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ვონს პირობა ჰქონდა დადებული, რომ მანამ არ წავიდოდა სპორტიდან, სანამ ინგემარ სტენმარკის რეკორდს არ დაამხობდა (86 გამარჯვება მსოფლიოს თასზე). ამჟამად, 33 წლის ამერიკელს 82 გამარჯვება აქვს, მაგრამ რეკორდის გაუმჯობესება მის გეგმებში აღარ შედის.
„თუ ამას შევძლებ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ იქნება. თუ ვერ შევძელი, არა უშავს. ნებისმიერ შემთხვევაში არაჩვეულებრივი კარიერა მქონდა“, – განაცხადა ლინდსი ვონმა, რომელსაც ერთი ოლიმპიური ოქრო და ორი ბრინჯაო აქვს მოპოვებული.