ლინდსი გრემი – ვლოცულობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა ამ სახიფათო დროს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია ამერიკის დასაცავად, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ისტორიამ ასწავლა, რომ უნდა დადგეს მათ გვერდით, ვინც ამერიკის გვერდით დგას.
„ვლოცულობ, პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა გუნდმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ სახიფათო დროს. ისტორია გვეუბნება, რომ სწორი გადაწყვეტილებაა, დავდგეთ მათ გვერდით, ვინც ამერიკის გვერდით დგას და ჩვენი საერთო საქმისთვის მსხვერპლს სწირავს. ისტორია ასევე გვეუბნება, რომ ბოროტება დაუშვებელია, ის უნდა დავამარცხოთ. მახსოვს, რა ცუდად ვიგრძენი თავი, როდესაც ბენღაზიში (ლიბია) ჩვენი ხალხი მივატოვეთ. ამას ჰილარი კლინტონს სიკვდილამდე არ ვაპატიებ. ჩვენმა ხალხმა უნდა მოიცვას ისინი, ვინც ჩაგვრის წინაშე ამერიკის მეგობარი იქნება: ირანში მომიტინგეები და მამაცი ქურთები. ეს რთული გადაწყვეტილებებია. მაგრამ ირანელი ხალხისა და მამაცი ქურთების მიტოვება, ჩემი აზრით, მილიონჯერ გამრავლებული ბენღაზი იქნებოდა.
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია ამერიკის დასაცავად, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ღმერთმა დალოცოს პრეზიდენტი ტრამპი და ყველა, ვინც მის მეთაურობას ექვემდებარება“, – წერს ლინდსი გრემი.
I pray for President Trump and his team to make the right decisions to keep America safe at this dangerous time.
History tells us the right decision is to stand by those who stand with America and sacrifice for our common cause. History also tells us that evil cannot be…
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) January 26, 2026