ლინდსი გრემი - თუ ჩრდილო კორეა და ჩინეთი ტრამპს მოატყუებენ, მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ
ლინდსი გრემი - თუ ჩრდილო კორეა და ჩინეთი ტრამპს მოატყუებენ, მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ

თუ ჩინეთი და ჩრდილო კორეა ტრამპს მოატყუებენ, მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ, ეს ობამა არ გეგონოთ- ამის შესახებ აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გრემის თქმით, ტრამპმა მას უთხრა, რომ ჩრდილო კორეის პრობლემის მოგვარება პრეზიდენტობის მიმდინარე ვადაში სურს, უთანხმოების დასრულების შემდეგ კი ორივე მხარე მოგებული უნდა დარჩეს.

„ჩვენ არ გვსურს ჩრდილო კორეასთან ომი. ეს იქნება გამანადგურებელი ნახევარკუნძულისთვის. ომი არავის სურს, მაგრამ ფხენიანთან მიმართებაში დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკვე საკმარისია“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

ლინდსი გრემის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს ჩრდილო კორეის საფრთხის გასანეიტრალებლად მთელი მსოფლიო უნდა დაეხმაროს, რადგან ეს აშშ-ის გარდა, მსოფლიოს საფრთხეც არის.