ლინდსი გრემი - ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს „მწვანე შუქი“ აუნთო
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს „მწვანე შუქი“ აუნთო, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა.
გრემის თქმით, სენატმა, შესაძლოა, მომავალ კვირას უყაროს კენჭი ახალი სანქციების დაწესებას, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთზე ზეწოლას, რათა დაასრულოს უკრაინასთან ომი.
„პრეზიდენტ ტრამპთან დღეს ძალიან პროდუქტიული შეხვედრის შემდეგ, რომელიც სხვადასხვა საკითხზე გაიმართა, მან მწვანე შუქი აუნთო ორპარტიულ კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომელზეც მე თვეების განმავლობაში ვმუშაობდი სენატორ [რიჩარდ] ბლუმენტალთან და ბევრ სხვასთან ერთად“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.
კანონპროექტი მეორად სანქციებს დაუწესებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც რუსეთიდან ნავთობსა და გაზს ყიდულობენ, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანისთვის ფულადი ნაკადი შეწყვიტონ.
„უკრაინა მშვიდობისთვის დათმობებზე მიდის, პუტინი კი მხოლოდ ლაპარაკობს და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას განაგრძობს“, – თქვა გრემმა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი „დროულად იქნება მიღებული“.