ლინდსი გრემი – სენატი მალე განიხილავს მკაცრ სანქციებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგაც, რომლებიც აფინანსებენ პუტინის საომარ მანქანას
სენატი ძალიან მალე განიხილავს მკაცრ სანქციებს არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგაც, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც აფინანსებენ პუტინის საომარ მანქანას, – ამის შესახებ სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს.
„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ზუსტად ამბობს პუტინის თამაშებზე. სენატი ძალიან მალე განიხილავს მკაცრ სანქციებს, არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ისეთი ქვეყნების წინააღმდეგაც, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ენერგეტიკულ პროდუქტებს, რომლებიც აფინანსებენ პუტინის საომარ მანქანას. სენატის კანონპროექტს აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს მაქსიმალურ ბერკეტს აძლევს. პუტინს როდესაც ეხება საქმე და მათ, ვინც მხარს უჭერენ მის საომარ მანქანას, დროა, შეიცვალონ თამაშის წესები“, – წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები.
კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
President @realDonaldTrump is spot on about the games Putin is playing.
The Senate will move soon on a tough sanctions bill – not only against Russia – but also against countries like China and India that buy Russian energy products that finance Putin’s war machine. The Senate… https://t.co/su7tdu7R24
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) July 8, 2025