ლინდსი გრემი - დონალდ ტრამპმა გზა დასახა მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, იმედია, ირანი მას მიიღებს
ლინდსი გრემი - დონალდ ტრამპმა გზა დასახა მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, იმედია, ირანი მას მიიღებს

პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ გზა დასახა, იმედია, ირანი მას მიიღებს, – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ირანთან დაკავშირებით.

ლინდსი გრემის თქმით, დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა იყო ზომიერი და მტკიცე.

„ირანელ ხალხს: პრეზიდენტმა ტრამპმა დასახა გზა მშვიდობისა და კეთილდღეობსკენ. იმედი მაქვს, თქვენ მას მიიღებთ“, – წერს ლინდსი გრემი.

ლინდსი გრემმა ასევე მოუწოდა ამერიკელებს, მხარი დაუჭირონ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას.

დონალდ ტრამპის დღევანდელ განცხადებას სხვა ამერიკელი კანონმდებლებიც გამოეხმაურნენ.

„მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უკან დაიხია და აირჩია არა სამხედრო მოქმედების გზა. მჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედების შესახებ, საჭიროებს დებატებსა და კონგრესის ავტორიზაციას. ასევე მოხარული ვარ, რომ ის მოუწოდებს მოკავშირეებს, უბიძგონ ირანს ახალი, უკეთესი შეთანხმებისკენ. ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ ომი, რომ ჩვენი სამხედროები ახლო აღმოსავლეთიდან სახლში დაბრუნდნენ“, – წერს რესპუბლიკელი სენატორი რენ პოლი.

დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპს ირანთან ომის დაწყების უფლება არ აქვს, რადგან ამერიკელებს ეს არ სურთ.

„ვგმობ ირანის მთავრობის მიერ განხორციელებულ თავდასხმას და შეშფოთებული ვარ მომავალი ესკალაციის რისკის გამო. ამერიკელებს არ სურთ ომი ირანთან. პრეზიდენტ ტრამპს არ აქვს უფლება ამისთვის“, – წერს ჩაკ შუმერი „ტვიტერში“.

„აშკარაა, რომ ეს ადამიანი უფრო მეტად ზრუნავს იმაზე, რომ გამოჩნდეს მკაცრი, ვიდრე ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, – წერს დემოკრატი კონგრესმენი ჯიმი გომესი.

დატოვე კომენტარი