ლინდსი გრემი – აშშ რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს, თუ ის უკრაინელ ბავშვებს არ დააბრუნებს
აშშ რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებს, თუ ის უკრაინელ ბავშვებს არ დააბრუნებს, – ამის შესახებ სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა.
„რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთმა 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი გაიტაცა. ბავშვების სამშობლოდან მოპარვა საზიზღარი და ბარბაროსული ქმედებაა. როგორც წლის დასაწყისიდან ვამბობ, ვაპირებ კანონპროექტის მიღებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად გამოცხადდება, თუ ისინი ბავშვებს არ დააბრუნებენ. ეს სხვა ქვეყნებისა და ბიზნესებისთვის პუტინის რუსეთთან ბიზნესის კეთებას საშიშს გახდის“, – წერს გრემი სოციალურ ქსელში.
During the course of the Russia-Ukraine war, Russia has kidnapped over 19,000 Ukrainian children. Stealing children from their home country is a despicable and barbaric act. As I have been saying since earlier this year, I intend to push legislation to designate Russia a state…
— Lindsey Graham (@LindseyGrahamSC) August 20, 2025