ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის ოპოზიონერი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ლიეტუვაშია
ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, ბელარუსის ოპოზიონერი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ლიეტუვაშია

ბელარუსის ოპოზიონერი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია ლიეტუვაშია. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„ციხანოვსკაია ლიეტუვაში უსაფრთხოდ არის,“ – წერს ლინკევიჩუსი.

შეგახსნებთ, რომ ბელარუსის ოპოზიციონერ კანდიდატთან დაკავშირება გუშინდელი დღიდან ვერ ხერდებოდა. ის ტელეფონს მას შემდეგ არ პასუხობდა, რაც ცესკო-ში არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.

ბელარუსში მეორე დღეა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 პროცენტმა დაუჭირა მხარი, მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ციხანოვსკაიას ამომრჩეველთა 9,9 პროცენტმა მისცა ხმა.

 

დატოვე კომენტარი