ლინას ლინკევიჩუსი - ნავალნის მოწამვლა თუ დადასტურდება, პასუხისმგებელი პირებისთვის შედეგები უნდა დადგეს
ლინას ლინკევიჩუსი - ნავალნის მოწამვლა თუ დადასტურდება, პასუხისმგებელი პირებისთვის შედეგები უნდა დადგეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარების გამო შეშფოთებულია.

ამის შესახებ ლინკევიჩუსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ძალიან შემაშფოთებელია ცნობები რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. თუ ეს დადასტურდება, პასუხისმგებელი პირებისთვის შედეგები უნდა დადგეს. ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს, ვუსრუვებ მას ძალას და მალე გამოჯანმრთელებას“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი დღეს საავადმყოფოში მოხვდა. მისი პრესსპიკერი ამბობს, რომ ოპოზიციონერი მოწამლულია და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.