ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოში შეჭრა დაგმეს, თუმცა მალე საქმე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, რუსეთმა ეს ისწავლა, ჩვენ - არა
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოში შეჭრა დაგმეს, თუმცა მალე საქმე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, რუსეთმა ეს ისწავლა, ჩვენ - არა

საქართველოში 2008 წლის შეჭრა დაგმეს, თუმცა ძალიან მალე საქმე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, – ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლას ეხებოდა.

„სამწუხაროდ, რუსების ტაქტიკა ცდის, როგორი იქნება რეაქცია და თუ რეაგირება იქნება სუსტი, ისინი განაგრძობენ იგივე ქმედებებს. საქართველოში 2008 წლის შეჭრა დაგმეს, თუმცა ძალიან მალე საქმე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მათ ისწავლეს ეს გაკვეთილი, ჩვენ – არა“, – ამბობს ლინას ლინკევიჩუსი.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდის დიდ ბრიტანეთს, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყანა „ბრექსიტის“ გამო დასუსტებულია.