ლინას ლინკევიჩუსი – საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება

10:28, 07.08.2020

საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება, – ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.

მსგავსი