ლინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლეიტუვაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება
ლინას ლინკევიჩუსი სალომე ზურაბიშვილის ლეიტუვაში ვიზიტს სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს, ლეიტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე ეხმაურება.

ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვილნიუსში, ქალბატონო პრეზიდენტო. ლიეტუველ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ლინას ლინკევუჩუსის გვერდზე აეროპორტში დახვედრის ამსახველი ფოტოსურათიც არის გამოქვეყნებული.