ლინას ლინკევიჩუსი – რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკანონო მოქმედებები გუგუტიანთკარში

23:28, 16.08.2019

სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ ეხმაურება და რუსეთის ქმედებებს გმობს.

„შეწუხებული ვარ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის განახლების გამო. პროცესი, რომელიც ინიცირებულია ცხინვალში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელისუფლების მიერ, აუარესებს ვითარებას უსაფრთხოების კუთხით, აფერხებს კონტაქტებს ადამიანებს შორის და ქმნის მეტ არასტაბილურობას. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს უკანონო მოქმედებები“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში.

https://twitter.com/LinkeviciusL/status/1162441551445929984?s=20&fbclid=IwAR00LqmPi0RwgyQNMba5CZfGxPNUlLQ4cGpB0ZPM9Lxk3FvBWJCdb1kmek4

მსგავსი