ლინას ლინკევიჩუსი - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება არის მორიგი დადასტურება, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში
ლინას ლინკევიჩუსი - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება არის მორიგი დადასტურება, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვალების ბოლო შემთხვევა გულდასმით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა გამოიძიონ, – ​ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტებმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა დაუსვეს გალის რაიონში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ.

„ჩვენი ველოდებით, რომ ეს ასე მოხდება. ეს მიუღებელია და არის მორიგი დადასტურება, თუ რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში.

არაღიარების პოლიტიკა არსებითად უნდა შეივსოს. მიღწეული უნდა იყოს აშკარა შედეგები – დიპლომატიური, პრაქტიკული, ფინანსური. ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ვერ ვაქცევთ ლეგიტიმურად იმას, რაც არალეგიტიმურია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ პრეცედენტები მომავლისთვის“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს. ირაკლი კვარაცხელია გუშინ სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.