ლინას ლინკევიჩუსი იმედოვნებს, რომ ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ტალინი მეტ ინფორმაციას გაავრცელებს
ლინას ლინკევიჩუსი იმედოვნებს, რომ ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ ტალინი მეტ ინფორმაციას გაავრცელებს

რუსეთი არ წუხს იმ ფაქტზე, რომ 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა და არც 2014 წლის ყირიმის ანექსიაზე, – სააგენტო „დელფი“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმაბალთიქ ნიუს სერვისს“-ს განუცხადა.

ლინას ლინკევიჩუსმა ესტონეთს რუსეთთან მოლაპარაკებების დროს კოორდინირებული ქმედებებისკენ მოუწოდა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალური ტალინი, ესტონეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ მეტ ინფორმაციას გაავრცელებს.

„ყოველთვის უფრო ეფექტიანია, როდესაც ჩვენი მოქმედების კოორდინაციას ვახდენთ ერთიანი გზით. ყოველთვის იქნება ჩვენი დაყოფის და ევროპის ქვეყნების ერთიანობის გამოცდის მცდელობები“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.

ამასთან, ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.