ლინას ლინკევიჩუსი – ევროპული პერსპექტივა ხილვადი უნდა დარჩეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს უჭერენ მხარს

17:23, 24.11.2017

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ლინკევიჩუსი წერს, ევროპული პერსპექტივა ხილვადი უნდა დარჩეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს უჭერენ მხარს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი მოგონებებით 2013 წლის ვილნიუსის სამიტზე, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ევროპული პერსპექტივა უნდა დარჩეს ხილვადი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპულ ღირებულებებს უჭერენ მხარს და რეფორმებს ახორციელებენ“, – წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“.

მსგავსი