ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს
ლინას ლინკევიჩუსი - ჩვენ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს

ჩვენ სათანადოდ უნდა ვუპასუხოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ მიზანს, გააღრმავონ სექტორული თანამშრომლობა ევროკავშირთან,  – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.

როგორც ლინას ლინკევიჩუსმა აღნიშნა, ამ ქვეყნებმა ამბიციური და კომპლექსური რეფორმები გაატარეს.

„რეფორმებს ატარებენ რუსეთიდან უდიდესი ზეწოლისა და რუსეთის მხრიდან მათ წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მიუხედავად. მხოლოდ ადეკვატური საპასუხო ევროპული ნაბიჯებით და აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ახალი ამბიციური მიზნებით შეგვიძლია ამ ქვეყნების მობილიზება, რათა მომავალში რეფორმების იმპლემენტაცია განაგრძონ“, – განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღნიშნული განცხადება ლინას ლინკევიჩუსმა რუმინეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გააკეთა.