ლინას ლინკევიჩუსი – 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უკიდურესად მნიშვნელოვანია
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან სატალეფონო საუბრისას 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა.
ამის შესახებ ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე ზალკალიანს და კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა. ხაზი გავუსვით, რომ 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – წერს ლინკევიჩუსი.
Had a phone call with my Georgian colleague @DZalkaliani, reaffirmed our support to #Georgia’s 🇬🇪European and Euro-Atlantic aspirations. Stressed that the implementation of March 8 Agreement between the opposition and the ruling party is of the utmost importance.
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) June 9, 2020